Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ელის ვმო-ს თაობაზე რუსეთის პასუხს


საქართველო ელის რუსეთის პასუხს შვეიცარიის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებებზე, რომელთა გაზიარების შემთხვევაში დათანხმდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა პოზიციის გამოსახატად გუშინ დამატებითი დრო ითხოვა. პრესსპიკერის თქმით, საერთაშორისო მხარე, რომლის მეშვეობითაც საზღვარზე ტვირთის გადაადგილების მონიტორინგი განხორციელდება, თავად შვეიცარიის კონფედერაცია იქნება. მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი ორშაბათს საღამოს, ბათუმში საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრისას დაზუსტდა, სხვა მხრივ კი, შეთანხმების პროექტი უცვლელია. თავად პროექტზე დეტალურად საუბრისგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯერჯერობით თავს იკავებს.
XS
SM
MD
LG