მოუგვარებელი კონფლიქტები და ომის მდგომარეობაში ყოფნა ძალზე ცუდია სახელმწიფოს განვითარებისათვის, თუმცა, შესაძლოა, სასათბურე პირობებს უქმნიდეს სამხედრო უწყების მოხელეებს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები წლიდან წლამდე საკმაოდ დიდ საბიუჯეტო თანხებს იღებენ, სამაგიეროდ, „მოჩვენებითი პატრიოტიზმი“ მათ ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს მაქსიმალურად გაასაიდუმლონ ბიუჯეტის ყველაზე მსუყე ნაწილის - შესყიდვების - კანონიერება. ამ მხრივ, გასულ კვირაში დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა სომხეთის სამხედრო უწყება, რომელსაც ნოემბრის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტმა გაზრდილი ბიუჯეტი დაუმტკიცა და, თანაც, როგორც ირკვევა, მიზერული კონტროლის გარანტიით.
1 ნოემბერს სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის 5,6 პროცენტით გაზრდას დაუჭირა მხარი. ეს კი - არც მეტი, არც ნაკლები -150 მილიარდი დრამი ანუ 400 მილიონი დოლარია და იგი სარეკორდოა სომხეთისათვის, რომელიც განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე გაცილებით ნაკლებს ხარჯავს. თუმცა სომეხ კანონმდებლებს ზედმეტი შეკითხვები არ ჰქონიათ, თუ რატომ ზრდის სამხედრო დანახარჯებს ქვეყანა, მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის ფონზე. კანონმდებლებმა ხელისუფლების არგუმენტები საინტერესოდ და შეუვალად მიიჩნიეს:
„სამხედრო და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დამატებითი შესაძლებლობების განსავითარებლად: ჩვენი სახელმწიფო გაზრდის საბრძოლო მზადყოფნას, ბიუჯეტი იქნება გამოყენებული შეიარაღების განვითარებისა და მოდერნიზებისათვის, ასევე ოფიცერთა განათლების დონის სრულყოფისათვის.“
დავით კარაპეტიანი, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, სამხედრო სფეროს მონიტორინგით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები სომხეთში ხშირად საყვედურობენ სამხედრო უწყებას საბიუჯეტო თანხების ხარჯვითი ნაწილის შესახებ ყველა სახის ინფორმაციის გასაიდუმლოებას.
„ჩვენ მათ ვეკითხებით სამხედრო ბიუჯეტის იმ მონაცემებზე, რომელიც იხარჯება მომარაგებაზე, საკანცელარიო და ყოველდღიური საჭიროების ნივთებზე, რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლო“, - ამბობს გამოცემა „იურეიჟია ვიუსთან“ ინტერვიუში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის წარმომადგენელი არტურ საკუნცი და დასძენს: „ასეთი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოდ ითვლება, რომ მისი მიღება სასამართლოს გზითაც კი შეუძლებელიაო.“
სომხეთში არსებობს კონტროლის პალატა, რომელიც ამოწმებს საბიუჯეტო ხარჯების კანონიერებას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. რიგ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება პალატის მიერ მოძიებული ხელმრუდობის ფაქტები. მაგრამ, როგორც სომეხი ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პალატას სამსჯავროზე გამოეტანოს რაიმე დარღვევის ფაქტი სამხედრო უწყებაში. კონტროლის პალატის მიერ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის ფინანსური შემოწმებაც „მკაცრად კლასიფიცირებულად“ ჩაითვალა.
ასეთი მკაცრი კარჩაკეტილობით სომხეთის სამხედრო უწყება რისკავს დაკარგოს საზოგადოების ნდობაო, - ამბობს ვანუზარ ჰოკტანიანი, ანტიკორუფციული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
„როდესაც კითხვები ყოველდღიურად დაისმის, მათი უპასუხოდ დატოვება უწყების სანდოობისათვის უფრო საზიანოა, ვიდრე მათზე ღიად საუბარიო“, - უთხრა „იურეიჟია ვიუს“ ვანუზარ ჰოკტანიანმა.
სხვათა შორის, არა მხოლოდ სომხეთის არმიის, არამედ მთლიანად ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობა შეირყა მას შემდეგ, რაც არასაბრძოლო ოპერაციებში მიმდინარე წელს 23 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა მშვიდობიან დროს ჯარისკაცების დაღუპვის გამო სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანისა და თავდაცვის მინისტრ სეირან ოვანიანის თანამდებობიდან გადაყენებაც მოითხოვეს.
თუმცა საბიუჯეტო ხარჯვის მიმართ სომხეთის ოპოზიცია გაცილებით უფრო შემწყნარებელია. სამხედრო ბიუჯეტი, უმთავრესად, მიზნობრივად იხარჯებაო, აცხადებს პარლამენტის საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის წევრი, ოპოზიციური მემკვიდრეობის პარტიიდან, არმენ მარტიროსიანი.
“კანონის დარღვევისა და კორუფციის რისკი ყველგან არსებობს. მაგალითად, მეთაურები ბოროტად იყენებენ თავიანთ თანამდებობას ქრთამის გამოძალვის მიზნით, იწყებენ ბიზნესის კეთებას, მაგრამ თავდაცვის ბიუჯეტი ძირითადად გეგმის თანახმად იხარჯებაო“, - ხაზგასმით აცხადებს მარტიროსიანი.
ასეთ თვითდამშვიდებას არ ურჩევს ხელისუფლებას დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი არცრუნ ჰოვანესიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იკვლევს და აღნუსხავს სამხედრო უწყებაში ფინანსურ და დისციპლინურ სამართალდარღვევათა ფაქტებს. „ფაქტების განზოგადება საჭიროა არ არის, მაგრამ იმისათვის, რომ ფული სწორად დაიხარჯოს, საჭიროა კონტროლის მექანიზმების შექმნაო“, - აცხადებს სომეხი სამხედრო ექსპერტი.
თუმცა ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის წარმომადგენელს არტურ საკუნცს სასაცილოდ არ ჰყოფნის არგუმენტი, რომ სომხეთის სამხედრო უწყებას შეიძლება კაცი ენდოს, დამატებით ყოვლისმომცველი კონტროლის მექანიზმების გარეშე. იგი ეყრდნობა ანონიმი ექსპერტის ანგარიშს, რომლის თანახმადაც, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული კატეგორიის აღჭურვილობა ხუთჯერ უფრო ძვირად შეიძინა, ვიდრე მისი საბაზრო ღირებულებაა.
„ემოციურად გამოხატულ „მოჩვენებით პატრიოტიზმსა“ და უარის თქმას იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო საჯაროდ იყოს ანგარიშვალდებული თავის მიერვე განხორციელებულ შესყიდვებზე, შესაძლოა მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგი ჩვენი სამხედრო ძალებისათვისო“, - აცხადებს არტურ საკუნცი. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, ამ აზრს ჰყავს ოპონენტები და არა მხოლოდ სომხეთის ხელისუფლებაში, არამედ დამოუკიდებელ ექსპერტებშიც.
„ჩვენ ვცხოვრობთ ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში და ასეთ შემთხვევაში გაუმართლებელია მოთხოვნა იმისა, რომ ყველაფერი გამჭვირვალე იყოსო“, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი არცრუნ ჰოვანისიანი. სამხედრო ხარჯების გამჭვირვალობის მხრივ ანალოგიური სურათია აზერბაიჯანშიც და საქართველოშიც, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და მათზე უფრო ვრცლად მომავალში გესაუბრებით.
სამხედრო და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დამატებითი შესაძლებლობების განსავითარებლად...

როდესაც კითხვები ყოველდღიურად დაისმის, მათი უპასუხოდ დატოვება უწყების სანდოობისათვის უფრო საზიანოა, ვიდრე მათზე ღიად საუბარი...
„ჩვენ მათ ვეკითხებით სამხედრო ბიუჯეტის იმ მონაცემებზე, რომელიც იხარჯება მომარაგებაზე, საკანცელარიო და ყოველდღიური საჭიროების ნივთებზე, რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლო“, - ამბობს გამოცემა „იურეიჟია ვიუსთან“ ინტერვიუში ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის წარმომადგენელი არტურ საკუნცი და დასძენს: „ასეთი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვან სახელმწიფო საიდუმლოდ ითვლება, რომ მისი მიღება სასამართლოს გზითაც კი შეუძლებელიაო.“
სომხეთში არსებობს კონტროლის პალატა, რომელიც ამოწმებს საბიუჯეტო ხარჯების კანონიერებას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. რიგ შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება პალატის მიერ მოძიებული ხელმრუდობის ფაქტები. მაგრამ, როგორც სომეხი ანალიტიკოსები აცხადებენ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ პალატას სამსჯავროზე გამოეტანოს რაიმე დარღვევის ფაქტი სამხედრო უწყებაში. კონტროლის პალატის მიერ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 2010 წლის ფინანსური შემოწმებაც „მკაცრად კლასიფიცირებულად“ ჩაითვალა.
ასეთი მკაცრი კარჩაკეტილობით სომხეთის სამხედრო უწყება რისკავს დაკარგოს საზოგადოების ნდობაო, - ამბობს ვანუზარ ჰოკტანიანი, ანტიკორუფციული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
„როდესაც კითხვები ყოველდღიურად დაისმის, მათი უპასუხოდ დატოვება უწყების სანდოობისათვის უფრო საზიანოა, ვიდრე მათზე ღიად საუბარიო“, - უთხრა „იურეიჟია ვიუს“ ვანუზარ ჰოკტანიანმა.
კანონის დარღვევისა და კორუფციის რისკი ყველგან არსებობს. მაგალითად, მეთაურები ბოროტად იყენებენ თავიანთ თანამდებობას ქრთამის გამოძალვის მიზნით...