დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს. კრემლის ფავორიტმა ანატოლი ბიბილოვმა საარჩევნო ტაქტიკა შეცვალა და კოკოითის გუნდთან ღია დაპირისპირებაზე წავიდა, თავისი მთავარი კონკურენტის ალა ჯიოევას გუნდს კი რევანშისტული ოპოზიცია უწოდა. ინტერნეტგამოცემა „ოსრადიოსთვის“ მიცემული ინტერვიუ რუსულმა გამოცემებმაც გადაბეჭდეს. ინტერვიუში ბიბილოვი აცხადებს, რომ მასთან მიდიან ადამიანები, რომლებიც, ალა ჯიოევას გამარჯვების შემთხვევაში, იარაღის ხელში აღებით და ტყეში გაჭრით იმუქრებიან. მისი აზრით, ეს ხალხი ამ დონემდე კოკოითის ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ მიიყვანა და, ალა ჯიოევას გამარჯვების შემთხვევაში, ხელისუფლებაში რევანშისტული ძალების მოსვლის საფრთხე არსებობს. მისი თქმით, კოკოითის ხელისუფლების მიერ შექმნილმა მასშტაბურმა კორუფციამ ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა. ბიბილოვი კოკოითის ნათესავებს და მისი გუნდის წევრებს - თეიმურაზ ხუგაევს, გიორგი კაბისოვს, ზურაბ კაბისოვს, ელდარ კოკოევს და აცამაზ ბიჩინოვს - 10 დღის ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს, მათი გათავისუფლების ბრძანებით დაიწყებს საქმიანობას. ბიბილოვი აცხადებს, რომ კორუმპირებულ მოხელეებს თვითონ კანონის მიხედვით დასჯის, ჯიოევას გამარჯვების შემთხვევაში კი, მათზე ანგარიშსწორება დაიწყება. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ბიბილოვის მხარდამჭერმა, დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა, რომ მეორე ტურში ის ადამიანები გავიდნენ, ვინც კორუფციას ბრძოლა გამოუცხადა, განსხვავება კი მხოლოდ ის არის, რომ ბიბილოვი ამას ცივილიზებული მეთოდებით გააკეთებს, ჯიოევა კი კორუმპირებულ მოხელეებს ტყავს გააძრობს.
თვითონ ბიბილოვი კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და იმ ადამიანების გვერდით მუშაობდა, ვისაც ახლა კორუფციაში ადანაშაულებს და თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდებს. არჩევნების პირველ ტურში იგი ასეთ რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებდა და თავს კოკოითის მემკვიდრედ და კრემლის ფავორიტად აღიარებდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტაქტიკის შეცვლით იგი ჯიოევას ელექტორატის გადაბირებას ცდილობს, რადგან იცის, რომ ამომრჩეველმა ხმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და კოკოითის ხელისუფლების ჩამოშორებას მისცა. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ბიბილოვი გამოუვალ სიტუაციაშია, რადგან მას ადმინისტრაციული რესურსიც და საპროტესტო ამომრჩეველთა ხმებიც ჰაერივით სჭირდება. ამიტომ მისი საარჩევნო ტაქტიკის შეცვლას როგორც თამაშს, ისე განიხილავენ. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი არ გამორიცხავს, რომ ბიბილოვის ეს განცხადება კოკოითისთან ყოფილიყო შეთანხმებული:
„მთელ ამ გუნდს მოგება აუცილებლად უნდა. თუ მეორე ტურში დამარცხდებიან, ეს დარტყმა იქნება რუსეთისთვისაც, რადგან მან ფსონი ბიბილოვზე დადო. თუ დამარცხდებიან, რა გამოდის, რომ პუტინი დამარცხდა? გამოვა, რომ რუსმა ჩინოვნიკებმა, ნარიშკინმა და სხვებმა თავი ვერ გაართვეს და მათი ნების აღმსრულებელ კანდიდატს ვერ გაამარჯვებინეს, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ. ბიბილოვი თამაშობს, როცა რაღაც რევანშისტულ განწყობებზე საუბრობს, როდესაც აცხადებს, რომ ზოგიერთ კოლეგა ჩინოვნიკს სამხრეთ ოსეთიდან გააძევებს. ეს რესპუბლიკისთვის განკუთვნილი თამაშია, რადგან სურს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის რაღაცა ნაწილი მიიმხროს. ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები შეიძლება ამ მოხელეებთან შეთანხმებულიც კი იყოს“,- ამბობს რუსლან მაყაევი.
რუსლან მაყაევი ალა ჯიოევას და მის მომხრეებს მოუწოდებს გამოაცხადონ ამნისტია იმ მოხელეების მიმართ, ვისაც სერიოზული დანაშაული არ ჩაუდენია და ჭორები მათი რევანშისტობის შესახებაც დასრულდება. ბიბილოვის საპასუხო განცხადება ჯიოევას თანაგუნდელმა ჯამბოლათ თედეევმა ინტერნეტგამოცემა „უასამონგას“ მეშვეობით გააკეთა. მისი თქმით, ხმები მათი სისასტიკისა და შურისმაძიებლობის შესახებ გადაჭარბებულია. რესპუბლიკაში საერთაშორისო აუდიტის და ექსპერტების მიერ იქნება შესწავლილი ყველა ეკონომიკური დანაშაული, რის შემდეგაც საქმეები განსახილველად სასამართლოს გადაეცემა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება, კანდიდატები კი უკვე მოსალოდნელ პროვოკაციებს და იარაღსაც ახსენებენ.