Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ხელმძღვანელი ლიბიაში ჩავიდა


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, ლუის მორენო-ოკამპო დღეს ტრიპოლიში ჩავიდა, რათა მოლაპარაკება გამართოს ლიბიის მმართველებთან მას შემდეგ, რაც შეიპყრეს ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამი და ლიბიის უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი, აბდულა ალ-სენუსი. ლიბიის დროებითი მმართველი საბჭო აცხადებს, რომ სურს ალ-ისლამი და ალ-სენუსი ლიბიაში გასამართლნენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნაცვლად. ამან შესაძლოა ჰააგაში დაფუძნებულ სასამართლოსთან უთანხმოება წარმოშვას. საერთაშორისო სასამართლომ 27 ივნისს გასცა კადაფის, მისი ვაჟის, საიფ ალ-ისლამის და უშიშროების სტრუქტურების ხელმძღვანელის, ალ-სენუსის დაპატიმრების ორდერი, ლიბიაში ამბოხების ჩახშობის მცდელობისას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილობის საფუძველზე. ტრიპოლიში ჩასვლამდე გავრცელებულ განცხადებაში მორენო-ოკამპო ამბობს, საიფ ალ-ისლამი და ალ-სენუსი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენო.
XS
SM
MD
LG