Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ არჩევნების მეორე ტური ჩატარდება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში


ცხინვალის რეგიონში ხვალ ტარდება დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. გავრცელებული ვარაუდით, გამარჯვებას მოიპოვებს ანატოლი ბიბილოვი, საგანგებო დავალებათა მინისტრი. მას კონკურენციას უწევს განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 13 ნოემბერს ჩატარდა, ბიბილოვს ერგო ხმების 25,44 პროცენტი, ხოლო ჯიოევას ხმების 25,37 პროცენტი. შაბათი ცხინვალში დუმილის დღედ არის გამოცხადებული. კანდიდატებს უკვე შეწყვეტილი აქვთ წინასაარჩევნო აგიტაცია.

კვირას, დილის 8 საათიდან გაიხსნება საარჩევნო უბნები. პირველი შედეგები არჩევნებისა, რომელთა ლეგიტიმურობასაც არ ცნობენ საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი ნაწილი, ხვალვეა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG