ირანელმა დიპლომატებმა და ირანის საელჩოს თანამშრომლებმა დატოვეს დღეს ბრიტანეთში ირანის საელჩო მას მერე, რაც ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ხურავს თავის საელჩოს თეირანში ამასწინანელი თავდასხმის შემდეგ. მოგვიანებით ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ყველა ირანელმა დიპლომატმა დატოვა ბრიტანეთი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ ყველა დიპლომატმა უნდა დატოვოს ბრიტანეთი 48 საათის განმავლობაში მას მერე, რაც დაიხურა თეირანში ამ ქვეყნის საელჩო. ბრიტანეთის მიერ ირანისთვის სანქციების დაწესებას მოჰყვა დემონსტრაციები თეირანში, რომლის მონაწილეები ირანის დიპლომატიურ ობიექტებს თავს დაესხნენ.
ყველაზე პოპულარული
1