ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს გაავრცელა ბიზნესმენის პრესსამდივნომ. ის აღნიშნავს, რომ ”მსგავსი ინფორმაციის გავრცელება გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს.” პრესსამდივნოს განცხადებით, იძულებულნი არიან კვლავ განმარტონ, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს და მისი მიზანია არა რომელიმე ერთი კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ ზოგადად, თავისუფალი ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ”ამ მიზნით ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა და მომავალშიც შეხვდება მედიის წარმომადგენლებს, არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ მომავალში გადაწყვეტს შეიძინოს ესა, თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებს", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო გამოეხმაურა "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
ყველაზე პოპულარული
1