Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შესახებ ისაუბრეს "სამოქალაქო ერთობისა" და დიპკორპუსის წარმომადგენლებმა


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე იყო საუბარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის "სამოქალაქო ერთობისა" და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების დღევანდელი შეხვედრისას. ”სამოქალაქო ერთობის” წევრთა განცხადებით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, რასაც ადასტურებს მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით უკვე შეგროვებული 235 ათასი მოქალაქის ხელმოწერა.
XS
SM
MD
LG