Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა „ვიკილიკსისთვის“ ინფორმაციის მიწოდებაში ეჭვმიტანილი პირი


აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარდგა ამერიკელი ჯარისკაცი, 23 წლის ბრედლი მენინგი, რომლის სახელსაც უკავშირდება ინტერნეტპორტალ „ვიკილიკსის“ გარშემო სკანდალი. ბრედლი მენინგი ეჭვმიტანილია „ვიკილიკსისათვის“ აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების მიწოდებაში, რაც ითვლება ამ ქვეყნის ისტორიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მენინგს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ის 2010 წლის 10 მაისს დააკავეს ბრალდების საფუძველზე, რომ ერაყში სამხედრო ანალიტიკოსად მუშაობისას, ჩამოტვირთა შეერთებული შტატების დიპლომატიური ტელეგრამები. მოგვიანებით ეს საიდუმლო მასალა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეაფასეს, როგორც აშშ-ის ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემქმნელი ქმედება.
XS
SM
MD
LG