26 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნაზი ჯანეზაშვილი, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის ახალ პროექტზე, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პირველი საინფორმაციო შეხვედრა სოფელ წინწყაროში მცხოვრებ კოდორიდან დევნილ ქალებთან გაიმართა.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.