Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურები ტყვეობიდან გაათავისუფლეს


ქართველი და თურქი მეზღვაურები ტყვეობაში
ქართველი და თურქი მეზღვაურები ტყვეობაში
გათავისუფლებულია 15 ქართველი მეზღვაური, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდათ მძევლებად მეკობრეებს სომალის სანაპიროსთან. მალტის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი მეკობრეებმა 2010 წლის სექტემბერში ჩაიგდეს ხელთ. მასზე მყოფი 15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური მძევლებად აიყვანეს და 9 მილიონი დოლარი გამოსასყიდი მოითხოვეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს ცნობით, განთავისუფლებული მეზღვაურები შეიარაღებული დაცვის თანხლებით იმყოფებიან საქართველოს მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ გემზე. ამ დროისთვის ისინი მიემგზავრებიან აფრიკის ერთ-ერთ უსაფრთხო პორტში. სააგენტოს ცნობით, ქართველი მეზღვაურების განთავისუფლებას ამ დროის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ხელმძღვანელობდა. მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ცნობაში არ არის ნახსენები, გაათავისუფლეს თუ არა თურქი მეზღვაურებიც. სააგენტოს განცხადებაში არაა ასევე ნათქვამი, გადაიხადა თუ არა საქართველოს მხარემ გამოსასყიდი.
XS
SM
MD
LG