Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გათავისუფლებულ მეზღვაურებს სააკაშვილი და ერდოანი თურქეთში დახვდნენ


სომალელ მეკობრეთა ტყვეობიდან განთავისუფლებული ქართველი და თურქი მეზღვაურები დღეს სტამბულის ათა თურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ჩარტერული რეისით ჩაიყვანეს. აეროპორტში მეზღვაურებს თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დახვდნენ. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სომალელი მეკობრეებისაგან საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ტყვეობიდან მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს კენიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელის სტატუსით სარგებლობდა. მეზღვაურებს საქართველოში უახლოეს საათებში ელოდებიან.
XS
SM
MD
LG