Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია უარყოფს არაბთა ლიგის გეგმას


სირია უარყოფს არაბთა ლიგის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ძალაუფლება უნდა გადასცეს თავის მოადგილეს. არაბთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას, კაიროში გამართულ შეხვედრაზე, სირიას მოუწოდეს, აგრეთვე, ოპოზიციასთან ერთად ორი თვის განმავლობაში შექმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. საპასუხოდ, სირიის მმართველი რეჟიმის წარმომადგენელმა ამ გეგმას უწოდა სირიის სახელმწიფოს „სუვერენობაზე თავდასხმა და აშკარა ჩარევა საშინაო საქმეებში“. სირიის სახელმწიფო ტელევიზია, რომელმაც ეს ცნობა გაავრცელა, არ ასახელებს რეჟიმის წარმომადგენლის ვინაობას. არაბთა ლიგის განცხადებით, სამშვიდობო გეგმას ის დასამტკიცებლად გადასცემს გაეროს უშიშროების საბჭოს.
XS
SM
MD
LG