სირიის ცენტრალურ ქალაქ ჰომსში გრძელდება მთავრობის უშიშროების ძალების ოპერაცია, რომელსაც სირიის ოპოზიციის აქტივისტების თანახმად, შეეწირა 31 ადამიანზე მეტი. ამ ცნობების დადასტურება დამოუკილებელი წყაროების მიერ არ ხერხდება, რადგან სირიის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს მედიას. გავრცელებული ცნობებით, ჰომსის სხვადასხვა რაიონს უშენენ რაკეტებსა და ჭურვებს. ჰომსი, სადაც მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, შარშან მარტის შემდეგ მიმდინარე ოპოზიციური გამოსვლების ერთ-ერთი ცენტრია. ოთხ თებერვალს არმია ტანკებითა და მძიმე სამხედრო ტექნიკით შევიდა ქალაქში, რათა, მისი განცხადებით, გაენადგურებინა „ტერორისტული ჯგუფები“ და აღედგინა უსაფრთხოება. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყების ხელმძღვანელი, ნავი პილაი, რვა თებერვალს საერთაშორისო ქმედებისკენ მოწოდებით გამოვიდა, რათა შეწყდეს სირიელი მოქალაქეების "ხოცვა-ჟლეტა“.
ყველაზე პოპულარული
1