Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეპოში ტერაქტი მოხდა


გავრცელებული ინფორმაციით, კვირას სირიის ქალაქ ალეპოში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. აქტივისტების თქმით აფეთქების სამიზნე იყო ქალაქის ფოსტის შენობა. სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ სამი ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დანაღმული ავტომანქანა ორ საცხოვრებელ სახლს შორის აფეთქდა. შაბათს, სირიაში 27 ადამიანი დაიღუპა ორი დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG