Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბასი: საქართველოში პოლიტიკური გარემო ხშირად პოლარიზებულია


საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა განმარტა გარემოება, რომელმაც კონტროლის პალატის შესახებ მისი კომენტარი განაპირობა. ”კომენტარი შეეხებოდა კონტროლის პალატის პასუხისმგებლობასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას. ეს გამოწვეული იყო ინფორმაციის ნაკლებობით და იმით, რომ არ არის ნათელი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება, რომელიც კონტროლის პალატას კანონის მოთხოვნების აღსრულებისას აქვს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ჯონ ბასმა. მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური გარემო ხშირად პოლარიზებულია და საზოგადოებას უჩნდება სურვილი იყოს მეტად ინფორმირებული ამა თუ იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც საბოლოო ჯამში უკავშირდება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას. აშშ-ის ელჩი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიის მხრიდან ნათლად არ იყო გაგებული მისი განცხადება, რომელიც კონტროლის პალატის უფლებასა და პასუხისმგებლობაზე სრულფასოვანი ინფორმაციის არარსებობამ განაპირობა. გასულ კვირაში ჯონ ბასი Facebook-ით გამოეხმაურა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეთა დაბარებას და განაცხადა, რომ სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდებზე, რომლებითაც კონტროლის პალატა კანონს აღასრულებს, ვერ შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ.
XS
SM
MD
LG