21 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ცინცაძე, ”საქართველოს პორტიჯის ასოციაციის” ხელმძღვანელი. მან დაუნის სინდრომზე ილაპარაკა. 21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნინო ცინცაძემ განმარტა დაუნის სინდრომი, ილაპარაკა სტიგმაზე, რომელიც ამ საკითხის მიმართ არსებობს და დახმარების მეთოდებზე, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ადრეული განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.
-
ნინო გელაშვილი
უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.