Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი ლი მიონ ბაკის შეხვდა


დღეს სეულში გაიმართა საქართველოსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა და ლი მიონ ბაკმა ორი ქვეყნის მომავალი ურთიერთობის საკითხები განიხილეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა უნდა განვითარდეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში. ადმინისტრაციის ცნობითვე, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ არაკორუმპირებული გარემოს, გამჭვირვალობისა და რეფორმების მხრივ საქართველო რეგიონში უნიკალური ქვეყანაა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე იუწყება, რომ სამხრეთ კორეელი ინვესტორები საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ და რამდენიმე სასტუმროს და საავადმყოფოს ააშენებენ, რაც ბიზნესის წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას გადაწყდა. როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, კორეელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას დააბანდებენ, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG