Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმაში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ანგ სან სუ ჩის პარტიამ


ბირმაში დემოკრატიზაციის მომხრეთა ლიდერის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ანგ სან სუ ჩის პარტიამ, როგორც ჩანს, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კვირის საპარლამენტო არჩევნებში - პირველ არჩევნებში მას შემდეგ, რიც ბირმას სათავეში მოექცა სამხედრო ხუნტა. სუ ჩიმ, მისი პარტიის, „ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის“ ინფორმაციით, დეპუტატის მანდატი მოიპოვა. ამ პარტიის წარმომადგენლებს მთლიანობაში ერგოთ 44 მანდატი სულ 45-დან, რომელთა ბედიც კვირის არჩევნებს უნდა გადაეწყვიტა. საქმე ეხება პირველ, ნაწილობრივ არჩევნებს მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ხელისუფლების სათავეში ჩადგა ბირმელი სამხედროების მხარდაჭერის მქონე სამოქალაქო მთავრობა. მანამდე ბირმას რამდენიმე ათწლეული მართავდა სამხედრო რეჟიმი. 1990 წლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისათვის“, მაგრამ მას ხელისუფლების სათავეში ჩადგომის ნება არ მისცა სამხედრო ხუნტამ. თვით ანგ სან სუ ჩის, რომელსაც 1991 წელს ერგო მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, პატიმრობაში აქვს გატარებული განვლილი 22 წლის უდიდესი ნაწილი.
XS
SM
MD
LG