Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო ნიკოლაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


ჟურნალისტი სოფიო ნიკოლაშვილი 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დაკავებულ ნიკოლაშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ჟურალისტის ადვოკატის განცხადებით,
მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე. კახეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო ნიკოლაშვილი ორი თვის წინ დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ნიკოლაშვილმა სცადა მამის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა პოლიციის სამმართველოს თანამშრომელ სიბაშვილისთვის, რომელმაც იარაღი წაართვა და დაკავებული სოფიო ნიკოლაშვილი სამართალდამცავებს გადასცა. სიბაშვილს შვილის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს სოფიო ნიკოლაშვილის მამა და დაკავებას მის ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
XS
SM
MD
LG