რუსეთის პოლიციის ცნობით, სანკტ-პეტერბურგში სცემეს და გაძარცვეს იტალიელი დიპლომატი ჯორჯო მატიოლი. მას ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე ორი უცნობი პირი დაესხა თავს. მატიოლი საავადმყოფოში თავის არეში ტრავმებით მიიყვანეს. თავდამსხმელებმა წაიღეს დიპლომატის პასპორტი, თანხა და ავტომანქანის საბუთები. ჯორჯო მატიოლი სანკტ-პეტერბუგში იტალიის საკონსულოში კულტურის ატაშედ მუშაობს.
ყველაზე პოპულარული
1