Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიან-დემოკრატებმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარუდგინეს


ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილს მისცემს პოლიტიკური აქტივობის კანონიერ საშუალებას, პარლამენტსა და შესაბამის საორგანიზაციო კომისიას წარუდგინა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, წინადადება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის აღჭურვას საქართველოს მოქალაქის პოლიტიკური უფლებებით, რათა სრულიად ლეგალურად ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, დააფინანსოს პოლტიკური აქტივობები და მიაღწიოს ყველა გაცხადებულ მიზანს. კერძოდ, პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ”პარლამენტის წევრად შესაძლებელია აირჩეს 21 წლის მოქალაქე, რომელიც დაბადებულია საქართველოში, 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში და არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე.” ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას მხარს უჭერენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ინიციატივის გათვალსწინებით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ყოველგვარ ინსინუაციებს, სპეკულაციებსა და პოლიტიკურ წიაღსვლებს წერტილი საბოლოოდ დაესმება.
XS
SM
MD
LG