სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა თავისი გადადგომის შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყნის პარლამენტს, რითაც გზა გაუხსნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. პარლამენტის თავმჯდომარე სლავიკა დიუკოვიჩ-დეიანოვიჩის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 6 მაისს. სერბიაში ამავე დღისთვის უკვე დანიშნულია საპარლამენტო, რეგიონული და ადგილობრივი არჩევნები. ტადიჩის გადადგომის შემდეგ სერბიის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს დიუკიჩ-დეიანოვიჩი. ტადიჩს უკვე ნათქვამი აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისევ, მესამე ვადითაც წამოაყენებს თავის კანდიდატურას.
ყველაზე პოპულარული
1