"დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან კარგა ხანს არ უშვებდნენ იმ მოტივით, რომ იქ სამთავრობო ღონისძიება მიმდინარეობდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მემორიალთან არა თუ არ მიუშვა 9 აპრილის აქციის მონაწილე და 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას დაშავებული ბესო ტაბატაძე, არამედ უთხრა, რომ უარესს დამართებდა. “ეს არის გაცილებით დიდი ტრაგედიაა, ვიდრე ნებისმიერმა მტერმა შეიძლება დამართოს საქართველოს”, - განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებს, ბურჯანაძის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ერთ მუშტად იყო შეკრული და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი დამარცხება უზარმაზარ იმპერიასთან დაპირისპირების მიუხედავად.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, "დემოკრატიული მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებდნენ
ყველაზე პოპულარული
1