Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანანი ცეცხლის შეწყვეტის ვადების დაცვას ითხოვს


სირიის საქმეებში საგანგებო საერთაშორისო წარგზავნილი კოფი ანანი დაჟინებით ითხოვს, რათა შენარჩუნებული იქნას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირვანდელი თარიღი, რომელიც 12 აპრილს იწურება. გაეროს უშიშროების საბჭოსადმი სამშაბათს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში, ანანი ამბობს, რომ ვადების შენარჩუნებისათვის „ყველაფერი უნდა გაკეთდეს.“ კერძოდ, ანანი ითხოვს, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დატოვონ ყველა დიდი დასახლებული პუნქტები. სამშაბათს ამოიწურა ვადა, რომელსაც დამასკთან შეთანხმებული ჯარების გაყვანის გეგმა თვალისწინებდა. თუმცა, მთელი დღის განმავლობაში სირიიდან მოდიოდა ცნობები სამთავრობო ჯარებისა და ოპოზიციის შეიარაღებული ჯგუფების შეტაკებების შესახებ. თუმცა, მოსკოვში მყოფმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალედ მულენმა განაცხადა, რომ დამასკმა დაიწყო სამშვიდობო გეგმის რეალიზება. მან კოფი ანანისაგან მოითხოვა გარანტია, რომ დაზავების პირობებს ოპოზიციაც შეინარჩუნებს.
XS
SM
MD
LG