Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებისთვის ემზადებიან


ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა ემზადებიან მოლაპარაკების გამართვისთვის თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო - რომელიც, დასავლეთის ეჭვით, ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. მოლაპარაკებაში, რომელიც შაბათს, სტამბოლში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია. შეხვედრას აღიქვამენ თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მრავალი წლის განმავლობაში არსებული კრიზისის გარღვევის შესაძლებლობად. ანალიტიკოსების აზრით, შაბათის შეხვედრა, შესაძლოა, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გამართული მოლაპარაკებების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ისრაელს ნათქვამი აქვს, რომ სტატუს-ქვოს გაგრძელების შემთხვევაში შეიძლება საჰაერო იერიში მიიტანოს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. ირანი კი იმუქრება, რომ ამის პასუხად გადაკეტავს ჰორმუზის სრუტეს, რომელიც ნავთობის გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG