Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სწრაფად ირღვევა


ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სირიაში მოქმედი შეთანხმება, როგორც სჩანს, სწრაფად ირღვევა. ვრცელდება ცნობები ძალადობის შესახებ. პარალელურად, ქვეყანაში გაეროს დამკვირვებელთა პირველი გუნდი ჩავიდა. ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა ორშაბათს ყველა მხარეს მოუწოდა უერთგულონ ცეცხლის შეწყვეტის პირობას: „სირიის მთავრობას აკისრია იმის პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის შიგნით [დამკვირვებლები] უზრუნველჰყონ გადაადგილებისა და ობიექტების დათვალიერების თავისუფლებით. მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად ჩავიდნენ ნებისმიერ ადგილას, სადაც დააკვირდებიან იმას, თუ როგორ სრულდება საზავო შეთანხმება“ - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ძალები ორშაბათს განაგრძობდნენ შეტევას ქალაქ ჰომსზე. მათ ტანკებით და ჭურვებით მიაქვთ იერიში უბნებზე, სადაც ოპოზიციაა გამაგრებული. არის ცნობები შეტაკებებზე ცენტრალურ ქალაქ ჰამაშიც - ისევე, როგორც თურქეთთან საზღვრის ახლოს, იდლიბის პროვინციაში. უფლებადამცველების ცნობით, მოკლულია სულ მცირე ორი ადამიანი. შეტაკებების, თუ სროლის შემთხვევებმა კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები იმის შესახებ, თუ რამდენად უერთგულებს ასადი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ გეგმას, რომელიც სირიაში უკვე 13 თვის მანძილზე მიმდინარე ძალადობის შეწყვეტას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG