Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი აქტიურობს


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. როგორც იუწყებიან, ამომრჩევლის აქტივობა მაღალია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შუადღემდე საფრანგეთის 44 მილიონი ამომრჩევლის მეოთხედზე მეტს ჰქონდა ხმა მიცემული. ამ ცნობით დიდწილად განიმუხტა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ამომრჩეველი აპათიური იქნებოდა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიამ ვერ გასცა ადექვატური პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან - მაგალითად, უმუშევრობასთან - დაკავშირებულ შეკითხვებს. მთავარი მეტოქეები არიან მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი და სოციალისტი ფრანსუა ოლანდი. წინასწარი შედეგები დღეს საღამოსვე გახდება ცნობილი, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
XS
SM
MD
LG