Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს საეჭვოდ მიაჩნია ირანის მიერ ატომური ბომბის შექმნა


ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ბენი განცს, მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ირანი გადაწყვეტს ბირთვული იარაღის შექმნას. ბენი განცმა ისრაელის გაზეთ „ჰაარეცთან“ ინტურვიუში აღნიშნა, რომ თეირანს ჯერ არ გადაუწყვეტია, გადადგამს თუ არა გადამწყვეტ ნაბიჯს და დაამზადებს თუ არა ბომბს. ირანს უკვე აქვს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების უნარი, რაც მედიცინაშია გამოსადეგი მაშინ, როცა იარაღის დასამზადებლად საჭიროა ურანის 90 პროცენტამდე გამდიდრება. გენერალ-ლეიტენანტ განცის თქმით, დიპლომატიური ზეწოლისა და საერთაშორისო სანქციების კამპანია თანდათან არწმუნებს თეირანს, ხელი აიღოს ბირთვული იარაღის დამზადებაზე. ბოლო რამდენიმე თვეა გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ისრაელმა შესაძლოა, პრევენციული სამხედრო დარტყმა განახორციელოს ირანის ბირთვული ობიექტებზე.
XS
SM
MD
LG