Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში უსინათლო აქტივისტი შინაპატიმრობას გაექცა


ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი მისთვის მისჯილ შინაპატიმრობას გაექცა და გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომლის ადრესატიც პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაოა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩენ გუანჩენი მთავრობას მოუწოდებს გამოიძიოს მისი ოჯახის წევრების ცემის ინციდენტი. ამასთან, ის გამოდის მოწოდებით დაცული იყოს მისი ოჯახის უსაფრთხოება და ბრძოლა გამოეცხადოს ჩინეთში კორუფციას. უფლებადამცველების თქმით, ჩენმა კვირას შესძლო სახლიდან გასვლა და შემდეგ აღმოსავლეთში მდებარე შანდონგის პროვინციაც დატოვა. ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები, რომ ჩენი - რომელიც უსინათლოა - პეკინში აშშ-ის საელჩოში იმყოფებოდა. აშშ-ის საელჩოს ამ საკითხზე განცხადება არ გაუკეთებია. ჩენმა შინაპატიმრობაში თითქმის 20 თვე დაჰყო, ციხეში გატარებული ოთხი წელიწადის შემდეგ. მან სახელი გაითქვა შანდონგის პროვინციაში ქალების იძულებით სტერილიზაციის და იძულებით ჩატარებული აბორტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით.
XS
SM
MD
LG