სომხეთის ოფიციალური პირების ცნობით, პარასკევს დილით ადრე სომხეთის სამი ჯარისკაცი იქნა მოკლული, როცა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანთან საზღვრის ახლოს მოძრავ სამხედრო მანქანას. ჯერჯერობით გაურკვეველია სროლა აზერბაიჯანის მხრიდან იყო თუ არა. ორი დღით ადრე იმავე რეგიონში მდებარე სოფელს გაუხსნეს ცეცხლი აზერბაიჯანის მხრიდან. მაშინ არავინ დაშავებულა. სომხეთს და აზერბაიჯანს წლების მანძილზე აქვთ უთანხმოება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ. ყარაბაღი აზერბაიჯანის ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონია, რომელზეც ბაქოს კონტროლი დაკარგული აქვს.
ყველაზე პოპულარული
1