Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის სოციალისტური პარტია აპირებს ტადიჩის მხარდაჭერას


სერბიის სოციალისტური პარტია, რომელსაც ერთ დროს სლობოდან მილოშევიჩი ხელმძღვანელობდა, თანახმაა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიემხროს პროდასავლური კურსის მომხრე კანდიდატს, ბორის ტადიჩს. სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 6 მაისს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. ტადიჩის დემოკრატიულმა პარტიამ დღეს გამოაცხადა, რომ ის და სოციალისტური პარტია აპირებენ, ისევ შექმნან კოალიციური მთავრობა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველ ტურში ტადიჩს ერგო ხმების 27 პროცენტი. მეორე ტურში, რომელიც 20 მაისს იმართება, ის დაუპირისპირდება პროგრესული პარტიის ლიდერს, ტომისლავ ნიკოლიჩს.
XS
SM
MD
LG