Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ნატოს ლიდერს შეხვდება ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს თეთრ სახლში მიიღებს ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს, ჩიკაგოში ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა და რასმუსენი იმსჯელებენ ნატოს 20-21 მაისის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსალოდნელია, რომ სამიტზე დღის წესრიგის მთავარი საკითხი იქნება ავღანეთი. ნატოს წევრები აპირებენ, 2014 წლის მიწურულამდე დაასრულონ ავღანეთიდან თავიანთი სამხედროების გაყვანა. ნატოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რასმუსენი აპირებს ასევე შეხვედრას შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წევრებთან.
XS
SM
MD
LG