ნატოს ჩიკაგოს სამიტისთვის მოსამზადებელი დასკვნითი მოლაპარაკებებისთვის ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ბრიუსელში გაემგზავრა. ნატოს შტაბ-ბინაში იგეგმება შეხვედრები ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუტ ბარტელთან, ახალი საფრთხეების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან გაბორ იკლოდთან და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან კოლინდა გრაბართან. გიორგი ბარამიძე ასევე შეხვდება ნატოში აშშ–ის, საფრანგეთის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, კანადის, ლატვიის, ბულგარეთისა და თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებს. განხილვის მთავარ თემას ნატოს მომავალ სამიტზე მისაღებ დოკუმენტებში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
ყველაზე პოპულარული
1