Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი დღეს ტელეფონით ესაუბრა ფრანსუა ოლანდს


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტად არჩეულ ფრანსუა ოლანდს და მას გამარჯვება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ”პრეზიდენტმა სააკაშვილმა საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიამ ინტერესი და იმედი საფრანგეთის საზღვრებს მიღმაც აღძრა.” ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, ”ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფრანგულ–ქართულ ურთიერთობებს, დაადასტურეს, რომ ამ ურთიერთობის პროგრესი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და უახლოეს მომავალში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.”
XS
SM
MD
LG