Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის მთავრობა ნატოს ტვირთების გადაზიდვის განახლებას განიხილავს


პაკისტანის მინისტრთა კაბინეტმა ოფიციალურ პირებს დაავალა დაასრულონ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვის მიწოდების აღდგენას მეზობელ ავღანეთში მყოფი ნატოს ძალებისთვის. თუმცა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე მინისტრთა კაბინეტს არ გამოუცხადებია, რომ ტვირთების გადაზიდვის სახმელეთო გზები გაიხსნება და არც მოლაპარაკების დასრულებისთვის დაუწესებია ბოლო ვადა. კაბინეტმა მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის, რომელიც ავღანეთის სამომავლო პერსპექტივების შესახებ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ჩიკაგოში დანიშნულ ნატოს სამიტზე. 20 და 21 მაისის სამიტზე ზარდარი ნატომ მიიწვია იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა ნიშნები, თითქოს პაკისტანი მზად იყო გაეხსნა ტვირთის მიწოდების გზები. პაკისტანმა ავღანეთთან საზღვარი ნატოს ექვსი თვის წინ ჩაუკეტა, ნატოს მიერ განხორციელებულ იმ საჰერო თავდასხმაზე პასუხად, რომელსაც 24 პაკისტანელი ჯარისკაცი შეეწირა. აშშ-მა მწუხარება გამოთქვა ჯარისკაცების დაღუპვის გამო - თუმცა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა. ამ ინციდენტმა კიდევ უფრო მეტად გაართულა აშშ-სა და პაკისტანს შორის დაძაბული ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG