Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების მრავალათასიანი მიტინგი მშვიდობიანად დასრულდა


ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რომლის დროსაც კოალიციამ ოფიციალურად გამოაცხადა დაწყებულად წინასაარჩევნო კამპანია. მიტინგზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. მომიტინგეებს სიტყვით მიმართა და კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი შინაარსი გააცნო „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა დასაქმებაზე, პენსიებისა და ხელფასების ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, განათლებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებაზე. ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა ხალხს, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაშლის ხელისუფლების მიერ შექმნილ მონოპოლიებს, გაათავისუფლებს ბიზნესს და ხელს შეუწყობს აგრარული სფეროს განვითარებას. “ჩვენ უნდა მივიდეთ ყველგან და უნდა ავამოქმედოთ ყველა. მივალთ ყველა ქალაქში და გავმართავთ ასეთ აქციებს. შემოდგომამდე მთელ ქვეყანას ერთად შევკრავთ და გპირდებით, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. ოცნებების ასრულება შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებით იწყება”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. “ქართული ოცნების” მომდევნო წინასაარჩევნო შეხვედრა მხარდამჭერებთან 7 ივნისს ქუთაისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG