Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანის ფესტივალის მთავარი პრიზი ფილმ „სიყვარულს“ ერგო


კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ავსტრიელი რეჟისორის მიხაელ ჰანეკეს ფილმ „სიყვარულს“ ხვდა წილად. ფილმი, რომელიც ფრანგულ ენაზეა გადაღებული, მოხუცი ცოლ-ქმრის ბოლო დღეებს ეძღვნება და მასში მთავარ როლს ფრანგული კინოს ლეგენდა, ჟან ლუი ტრენტინიანი თამაშობს. მიხაელ ჰანეკესთვის ეს უკვე მეორე „ოქროს პალმის რტოა“. 2009 წელს კანის ფესტივალის მთავარი პრიზი მის „თეთრ ბაფთას“ ხვდა წილად. საფესტივალო კონკურსის გრანპრი, მნიშვნელობით მეორე პრიზი კი იტალიელი რეჟისორის მატეო გარონეს ფილმ „რეალიტი-შოუს“ ხვდა წილად. საუკეთესო მსახიობად კი ჟიურიმ დაასახელა დანიელი მსახიობი მადს მიკელსენი, რომელიც ფილმ „ნადირობაში“ ასრულებს მთავრ
XS
SM
MD
LG