რუმინეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტის მემარცხენე ცენტრისტულმა კავშირმა. კოალიციას ზოგ რეგიონში ამომრჩეველთა 65 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მმართველმა ბლოკმა გამარჯვება მოიპოვა ბუქარესტშიც, რომელიც ტრადიციულად უფრო მემარჯვენე კანდიდატებს უჭერდა მხარს. მემარცხენე ცენტრისტული მთავრობა რუმინეთში მაისში მოვიდა, მას შემდეგ, რაც მასობრივმა პროტესტმა იძულებული გახადა მათი წინამორბედი მემარჯვეენეები გადამდგარიყვნენ. პროტესტი ეკონომიის მკაცრი ზომების პოლიტიკას მოჰყვა.
ყველაზე პოპულარული
1