სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 2 თვე გავიდა, ადგილობრივ საზოგადოებაში კი იმედგაცრუება შეინიშნება. ცხინვალელებს ყველაზე მეტი კითხვა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით დაუგროვდათ. როგორც იქნა, ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტი შეიქმნა, მაგრამ ახალ მთავრობას ჯერ არაფერი გაუკეთებია.
თიბილოვის საკადრო პოლიტიკას უფრო ძველი კადრების როტაციად განიხილავენ. არადა, არჩევნების დროს ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა ის იყო, რომ ახალ მთავრობაში კორუმპირებული მოხელეები არ მოხვედრილიყვნენ. თიბილოვს უკვე იმის გამო აკრიტიკებენ, რომ მთავრობაში მეგობრები მოჰყავს. ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ სწორედ ნათესავებზე, მეგობრებსა და მოგვარეებზე ააწყო თავისი საკადრო პოლიტიკა, რამაც კორუფცია და სამართლებრივი განუკითხაობა წარმოშვა, საბოლოოდ კი, მისმა მთავრობამ ნდობა სრულიად ამოწურა.
დღეს ცხინვალში საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თიბილოვიც კოკოითის გზას დაადგა. აღსანიშნავია, რომ ახალმა პრეზიდენტმა გარშემო ძირითადად ძველი თაობის პოლიტიკოსები შემოიკრიბა, ამიტომ მის მთავრობას პენსიონერების მთავრობას უწოდებენ. იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ საბჭოთადროინდელი მოხელეები, რომლებსაც ყველგან გარე და შიდა მტრები ეჩვენებათ, ახლებურად ვერ იმუშავებენ, დე ფაქტო რესპუბლიკას კი ახალი სისხლი და ახალი იდეები სჭირდება. ოსი ანალიტიკოსის იური ვაზაგოვის აზრით, სხვანაირად ვერც მოხდებოდა, რადგან თიბილოვმა თანამდებობები ურთიერთდაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენლებს დაურიგა, ეს გავლენიანი ჯგუფები კი ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი და ურთიერთკრიტიკის შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.
ადგილობრივი კომპარტიის ლიდერის სტანისლავ კოჩიევის აზრით, ახალი მთავრობისთვის ორი თვე ძალზე ცოტაა კონკრეტული შედეგის საჩვენებლად. კომპარტიის გაზეთმა გამოკითხვაც ჩაატარა და გაირკვა, რომ ახალი ხელისუფლება კორუმპირებული მოხელეების საქმიანობას გამოიძიებს, მაგრამ საქმე მათ დასჯამდე არ მივა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალა ჯიოევა მიიჩნევს, რომ ახლა რესპუბლიკაში სხვა რეალობაა და საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. მისი აზრით, აუცილებელია წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გაანალიზება და გამოსწორება.
ოსური საზოგადოება ახალი მთავრობისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მათი სურვილია კორუფციის ფაქტების გამოძიება და კორუმპირებული მოხელეების დასჯა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. თიბილოვის ხელისუფლება კი ჯერ მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიება მალე დაიწყება. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ინაუგურაციიდან ორი თვის შემდეგ ახალი პრეზიდენტი უკვე ნდობას კარგავს.