Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ 10-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ავღანელი ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო აფეთქება, რომელიც მიმართული იყო ნატოს ავტოკოლონის წინააღმდეგ. ამ წყაროს ცნობით, დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ავღანელი, მათ შორის სამოქალაქო პირები, და არის მსხვერპლი ნატოს ჯარისკაცებს შორისაც. აფეთქება მოეწყო აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხოსტში. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების პრესმდივანი ადასტურებს, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა ნატოს ჯარისკაცებს შორის, თუმცა ჯერ ნათელი არ არის, ჯარისკაცები დაიჭრნენ, თუ დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG