Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში ბრალდების მხარე მოითხოვს ბრეივიკის შეურაცხადად ცნობას


ბრალდების მხარე მოითხოვს ნორვეგიელი მასობრივი მკვლელის, ანდერს ბერინგ ბრეივიკის შეურაცხადად გამოცხადებას და მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებას. ბრეივიკი აღიარებს, რომ შარშან 77 ადამიანი მოკლა ოსლოში და კუნძულ უტოიაზე მოწყობილი თავდასხმებისას. სასამართლოს მიერ დანიშნული ფსიქიატრების დასკვნით, ის შეურაცხადი არ არის. ახლა სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ის 24 აგვისტომდე გამოიტანს განაჩენს.
XS
SM
MD
LG