Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია გაეროს გეგმის კრიტიკით გამოდის


სირიის ოპოზიციური ჯგუფები გამოვიდნენ გაეროს მიერ შემუშავებული იმ სამშვიდობო გეგმის კრიტიკით, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მრავალი ჯგუფის გამაერთიანებელი სირიის ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, ბურჰან ღალიუნმა, „დაცინვა“ უწოდა მოსაზრებას, რომ სირიელებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ პირთან, რომელიც, ღალიუნის შეფასებით, „მათ სიკვდილით სჯის“. საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბასმა ყადმანი უფრო ფრთხილი იყო - მისი შეფასებით, გეგმა შეიცავს „რამოდენიმე პოზიტიურ ელემენტს“. გეგმის კრიტიკით გამოვიდა პრო-სამთავრობო მედიაც. გაეროს საგანგებო წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული გეგმა შაბათს, ჟენევაში, საერთაშორისო კონფერენციაზე დაამტკიცეს. გეგმა სირიაში დროებითი მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის - თუმცა რუსეთის პოზიციის გამო შეთანხმება კომპრომისული გახდა და რეალისტურად აქცია შესაძლებლობა, რომ ამ დროებითი ადმინისტრაციის ნაწილი სირიის პრეზიდენტიც იქნება. პარალელურად, სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ კვირას ქვეყნის მასშტაბით მომხდარ შეტაკებებს სულ მცირე 21 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG