ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უზენაესმა კომისარმა ნავი პილაიმ უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააძლიეროს გაეროს მეთვალყურეთა მისია სირიაში. პილაიმ გამოთქვა მოწოდება, სირიის კონფლიქტის საქმე გადაეცეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, რასაც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, რუსეთი შეეწინააღმდეგება. ნიუ-იორკში, უშიშროების საბჭოში გამართული ბრიფინგის შემდეგ, პილაიმ განაცხადა, რომ სირიის მთავრობისა და ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტის მეტად გაძლიერების საფრთხეს შეიცავს, რაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული, „რაც უნდა დაჯდეს“. პილაის თქმით, ანტისამთავრობო ძალებს სირიაში ადანაშაულებენ ბავშვების „ცოცხალ ფარად“ გამოყენებაში. თუ სირია საშუალებას მოგვცემს, ამ ბრალდებას ჩვენ გამოვიძიებთო, განაცხადა გაეროს უზენაესმა კომისარმა.
ყველაზე პოპულარული
1