საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისში შეხვდა თურქეთის თავდაცვის მინისტრ ისმეთ ილმაზს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას განიხილებოდა რეგიონული უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ავღანეთში ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ”დიმიტრი შაშკინმა თურქ კოლეგას გააცნო ახალი, ”სამი T”-ს კონცეფცია, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე, მეტ განათლებას და წვრთნას ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციის დასაჩქარებლად და ტოტალურ თავდაცვას.”
ყველაზე პოპულარული
1