Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო უკანონოდ აცხადებს მთიან ყარაბაღში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც უკანონოს უწოდებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 19 ივლისისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნების ჩატარება ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის მონაწილეობისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვის გარეშე, უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. შესაბამისად, ბაქო აცხადებს, რომ ასეთ არჩევნებს არ შეიძლება, იურიდიული ძალა ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG