Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში სტარტს იღებს 30-ე ოლიმპიური თამაშები


რიგით 30-ე ოლიმპიური თამაშები ლონდონში დღეს გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი დაახლოებით სამ საათს გასტანს და მას ლონდონის ოლიმპიური სტადიონიდან 80 ათასი მაყურებელი ადევნებს თვალს. მოსალოდნელია, რომ სატელევიზიო აუდიტორია ერთ მილიარდ ადამიანს შეადგენს. მომდევნო სამი კვირის მანძილზე 10 ათასზე მეტი სპორტსმენი 204 ქვეყნიდან 1000 ოლიმპიური მედლისთვის იბრძოლებენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი დღეს ბუკინგემის სასახლეში ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად მიღებას მართავენ, ჰაიდ პარკში კი ოლიმპიადისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
XS
SM
MD
LG