ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღის ჩაბარება დაიწყეს ახალგაზრდა მებრძოლებმა, რომლებიც კვირის განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების ძალებთან ბრძოლას აწარმოებდნენ. ტაჯიკეთის ხელისუფლება ამნისტიას ჰპირდება ყველა მეამბოხეს, ვინც იარაღს დაყრის. მეამბოხეებთან მოლაპარაკებებში რეგიონის რელიგიური ლიდერები და აქტივისტი ქალები მონაწილეობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ვითარება მშვიდია მთიანი ბადახშანის ავტონომიის ქალაქ ხოროგში, სადაც ხუთშაბათსა და პარასკევს სპეცოპერაცია ჩატარდა. გენერალური პროკურატურის ცნობით, უსაფრთხოების ძალებსა და მეამბოხეთა შორის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი, 30 მეამბოხე და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა. სპეცოპერაცია მთიან ბადახშანში სავარაუდოდო მეამბოხეთა მიერ რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მკვლელობას მოჰყვა.
ყველაზე პოპულარული
1