Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწურება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის განაცხადების მიღების ვადა


საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისთვის პოლიტიკურ პარტიებს ვადა კვირას 18:00 საათამდე აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, რეგისტრაციაზე შეტანილია 40 პარტიის განაცხადი. მათგან 14 რეგისტრაციაში უკვე გატარებულია. ბოლოს, 4 აგვისტოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური განცხადებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიმართა. განცხადება ცესკო-ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით მოძრაობის წარმომადგენელებმა აკაკი მინაშვილმა და ჩიორა თაქთაქიშვილმა შეიტანეს. საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG