Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ეგვიპტეს მოუწოდა, გაამკაცროს სეინას რეგიონის კონტროლი


ისრაელმა მოუწოდა ეგვიპტეს, სინას რეგიონში კონტროლი გაამკაცროს მას შემდეგ, რაც სასაზღვრო რაიონში მომხდარ შეტაკებებს ეგვიპტის სულ ცოტა 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეს ინციდენტი, რომლის დროსაც თავდამსხმელები ეგვიპტის სასაზღვრო ჯარებისგან გატაცებული სამხედრო მანქანით შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე, გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს კაიროსთვის. ისრაელის სამხედროთა თანახმად, მათ მოკლეს რვა თავდამსხმელი. ებრაული სახელმწიფო ხშირად ჩივის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ჩამოგდების შემდეგ სინას რეგიონში სუსტი უსაფრთხოების თაობაზე. ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ პირობა დადო, რომ განაახლებს სინაზე სრულ კონტროლს და რომ მეამბოხეებს ძვირად დაუჯდებათ კვირას მოწყობილი თავდასხმა, რომელიც რეგიონში წლების განმავლობაში ყველაზე სისხლიანი იყო.
XS
SM
MD
LG